თბილისში, ზღვის უბანში, 22 ჰექტრამდე ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
05-07-2021, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თემქის ხევში, ახალი საქალაქო პარკის პროექტის ფარგლებში მედიათეკის მშენებლობაც დაიწყო. ასევე მიმდინარეობს დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და საფეხმავლო ბილიკების წინამოსამზადებელი სამუშაოები.

 


პროექტს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.

 


მისი თქმით, დაახლოებით 22 ჰექტარ ფართობზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

 


მიმდინარე სამუშაოები, დღეს, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოინახულა.

 

 

„აქ გავლაც კი შეუძლებელი იყო. ამჟამად კი, სხვადასხვა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები დამედიათეკისმშენებლობა მიმდინარეობს. დაახლოებით წელიწად-ნახევარში სრულიად ახალი პარკი ჩაბარდება დედაქალაქს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 


ზღვის უბნის ახალ პარკში, რომლის ფართობიც 22 ჰექტრამდეა, მოეწყობა სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და საველოსიპედე ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, კაფე, ბელვედერი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა, ორი ხელოვნური ტბა, განათების სისტემა, სარწყავი სისტემა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.

 


ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა. 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახიც.

 


სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი