ნოდარ ხადური - წავიდა ის დრო, როცა საქართველოში არჩევნები ყალბდებოდა
10-11-2015, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

წავიდა ის დრო, როცა საქართველოში არჩევნები ყალბდებოდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების მიერ დაწყებული შიმშილობისა და მოთხოვნების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 


“პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს ამაზე განცხადებები. მას თავისთავად შეუძლია, რომ გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები, თუმცა არსებობს კანონიერი გზები იმისთვის, რომ მან ეს დაამტკიცოს, ან პირიქით. მე რამდენად ვიცი, არაფერი მსგავსი არ მომხდარა და არც მოხდება" – განაცხადა ხადურმა.

 


შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობენ. მათი განცხადებით, საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნების გაყალბება მოხდა. ისინი თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ, რადგან პარტიის ლიდერების განცხადებით, სწორედ ისინი იყვნენ ჩართულები არჩვენების გაყალბებაში. გარდა ამისა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი საარჩევნო გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი