თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
05-12-2021, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიმართა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდისა და დაახლოების გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანმა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ინიციატივის იმპლემენტაციის პროცესში ლიდერი ქვეყნების პრაქტიკული, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.

 

 

მინისტრის მოადგილემ იმ წარმატეტებსა და პროგრესზეც ისაუბრა, რასაც ქართულმა მხარემ, თავდაცვის ძალებმა ბოლო წლებში ნატოსთან დაახლოების გზაზე მიაღწია. ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს უფროსმა, ნინო გორგოძემ სტუმრებს 2020-2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და 2022 წლის გეგმები გააცნეს.

 

 

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარევი, რომელიც საქართველოში საქმიანობას უახლოეს პერიოდში დასსრულებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ კაიდო ლაინიარევს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხა და წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი