საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან და შვილთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის და ქორეოგრაფის, ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ფრიდონ სულაბერიძეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფრიდონ სულაბერიძემ მთელი ცხოვრება კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და ვიცე- პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მეუღლეებთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.