სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა
30-12-2021, 20:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტი მიზნად ისახავს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროპული ქსელების გაძლიერებას და ამ კუთხით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას.

 


ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელი EU-HYBNET აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, პრაქტიკოსებს, აკადემიებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი პარტნიორების მასშტაბით.

 


პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას კვლევის, ინოვაციებისა და საკითხის ირგვლივ ცნობიერების პერმანენტული გაზიარების გზით. ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში საყურადღებოა კიბერუსაფრთხოების ელემენტის მნიშვნელობა, შესაბამისად პროექტის ოთხი ძირითადი თემატიკიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოდგენილია კიბერი და მომავლის ტექნოლოგიები.

 


სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების გზით ხელს შეუწყობენ კიბერელემენტის სათანადო ინტეგრირებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი