სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა
24-01-2022, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში ბაზირებული თავისი საელჩოს თანამშრომლებს თავიანთი ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა, რაც კიევზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეებს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უფლება მისცა საელჩოს ქვედა რგოლებში მომსახურე თანამშრომლებს, დატოვონ ქვეყანა და დაჟინებით მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაზე იფიქრონ.

 


როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი სერიოზული საომარი ქმედების განხორციელებას აპირებს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა კი, რომელსაც 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან, არაერთხელ უარყო კიევში შეჭრის შესაძლებლობა.

 


სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, „პოტენციური საფრთხეებიდან“ გამომდინარე, ასევე მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ უკრაინასა და რუსეთში.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ კიევში მდებარე საელჩო ღია რჩება, მაგრამ გაიმეორა თეთრი სახლის არაერთგზის გაფრთხილება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ მოხდეს და აშშ-ის მთავრობა „არ იქნება ისეთ მდგომარეობაში, რომ ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს ასეთ ვითარებაში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი