NATO-ს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა
04-02-2022, 20:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა. ამის შესახებ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რუსეთის ლიდერი ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე დასასწრებად ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ერთობლივი განცხადება პირდაპირ არ ეხებოდა უკრაინას, ორმა ქვეყანამ ნატო ცივი ომის იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

 

 

კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებები, რომელიც ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე გაიმართა, „ძალიან თბილი“ იყო. პანდემიის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს პირისპირ პირველად დღეს შეხვდნენ.

 


„[რუსეთსა და ჩინეთს] შორის მეგობრობას საზღვარი არ აქვს, არ არსებობს „თანამშრომლობის აკრძალული სფეროები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

რამდენიმე დღის წინ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ამერიკის მიზანია გამოიყენოს კონფრონტაცია როგორც საბაბი რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დასაწესებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იგნორირებას უწევს რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ალიანსის ძალებთან დაკავშირებით.

 

 

1-ელ თებერვალს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა: „მეჩვენება, რომ შეერთებული შტატები არ არის იმდენად შეშფოთებული უკრაინის უსაფრთხოებით... მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა რუსეთის განვითარების შეკავება. ამ გაგებით, თავად უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია ამ მიზნის მისაღწევად“.

 


პუტინმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო მოსკოვის შეშფოთება რუსეთის მოთხოვნებზე უსაფრთხოების კანონიერი გარანტიების შესახებ, მათ შორის ნატოს სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების დაბლოკვის თაობაზე. მისი შეფასებით, თუკი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილის დაკმაყოფილება მოხდება, ამან შესაძლოა სხვა წევრების რუსეთთან ომში ჩათრევა გამოიწვიოს.

 


„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა არის ნატოს წევრი და [ყირიმის დასაბრუნებლად] სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რა იქნება? - ნატოსთან ვიბრძოლებთ? ვინმეს უფიქრია ამაზე? ჩანს, რომ არა“, - თქვა პუტინმა.

 


მოსკოვი ადანაშაულებს უკრაინის მთავრობას მშვიდობის აღდგენის საერთაშორისო შეთანხმების შეუსრულებლობაში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სულ მცირე 14000 ადამიანი დაიღუპა და ტერიტორიის უდიდეს ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.

 


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ რუსული შეჭრა „არ იქნება ომი უკრაინასა და რუსეთს შორის - ეს იქნება ომი ევროპაში, სრულმასშტაბიანი ომი“.

 


უკრაინაში ვიზიტად მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადანაშაულა პუტინი იმაში, რომ ფაქტობრივად „უკრაინის თავთან იარაღი აქვს მიბჯენილი“ და მოუწოდა კრემლს უკან დაიხიოს „სამხედრო კატასტროფისაგან“.

 


კიევში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის არმია უპასუხებს რუსეთს, შეჭრის შემთხვევაში.

 


„უკრაინაში 200 000 მამაკაცი და ქალია იარაღით ხელში. ისინი ძალიან, ძალიან სასტიკ და საშინელ წინააღმდეგობას გასწევენ და ვფიქრობ, მშობლები, დედები რუსეთში უნდა დაფიქრდნენ ამ ფაქტზე. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი უკან დაიხევს კონფლიქტისკენ მიმავალი გზიდან და ჩვენ დიალოგში ჩავერთვებით“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 


მან გააფრთხილა მოსკოვი, რომ გაერთიანებული სამეფო უპასუხებს რუსეთის აგრესიას „სანქციების პაკეტით და სხვა ზომებით, რომლებიც ამოქმედდება იმ წუთებიდანვე, როგორც კი პირველივე რუსული ჩექმა გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას“.

 


დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ 88 მილიონ ფუნტ სტერლინგს (119 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს უკრაინას, რუსეთისგან სტაბილური მმართველობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის.

 

კომენტარები: 1
#1   sands
      
대통령은 제4항과 제5항의 규정에 의하여 확정된 법률을 지체없이 공포하여야 한다. <a href="https://www.zzang79.com/sands" target="_blank">샌즈카지노</a> 제5항에 의하여 법률이 확정된 후 또는 제4항에 의한 확정법률이 정부에 이송된 후 5일 이내에 대통령이 공포하지 아니할 때에는 국회의장이 이를 공포한다. 원장은 국회의 동의를 얻어 대통령이 임명하고, 그 임기는 4년으로 하며, 1차에 한하여 중임할 수 있다. <a href="https://www.zzang79.com/plus" target="_blank">플러스카지노</a> 대통령은 내란 또는 외환의 죄를 범한 경우를 제외하고는 재직중 형사상의 소추를 받지 아니한다. <a href="https://www.zzang79.com/thezone" target="_blank">더존카지노</a> 대통령은 국무회의의 의장이 되고, 국무총리는 부의장이 된다. 통신·방송의 시설기준과 신문의 기능을 보장하기 위하여 필요한 사항은 법률로 정한다. 예비비는 총액으로 국회의 의결을 얻어야 한다. 예비비의 지출은 차기국회의 승인을 얻어야 한다
7 თებერვალი 2022 18:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი