უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო
24-02-2022, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

 

 

„პუტინმა სულ ახლახან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმების ქვეშაა. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დროა“,- წერს კულება „თვითერზე“.

 

 

კულებას განცხადებამდე, ხუთშაბათ დილით, რუსი ხალხისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპაციის „გეგმები“ არ აქვს.

 

 

დონბასის რეგიონში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ“ გამოცხადებისას პუტინმა დაჟინებით მოუწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. პუტინმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მოსკოვის პასუხი იქნება „მყისიერი“, თუკი ვინმე შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი