ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინისთვის 6.4 მილიარდი აშშ დოლარის დამტკიცების თხოვნით მიმართა
26-02-2022, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE -  ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს კონგრესს უკრაინის დასახმარებალდ 6.4 მილიარდი აშშ დოლარის დამტკიცების თხოვნით მიმართა. აშშ-ის ოფიციოზის თანახმად, თხოვნა მოიცავს 2.9 მილიონი დოლარის დახმარებას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით, უკრაინისა და მისი მეზობლებისთვის.

 


ფული გადაუდებელი დახმარების სახით უნდა იყოს გაცემული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.

 


დაფინანსების პაკეტი ასევე მოიცავს 3,5 მილიარდ აშშ დოლარს, რაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს კრიზისზე რეაგირებაში დაეხმარება.

 


„ბლუმბერგი“ იტყობინება, რომ დახმარება შეიძლება გაერთიანდეს სახელმწიფო ხარჯების დიდ პაკეტში, რომელსაც ამჟამად კონგრესი განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ახალი დაფინანსება დაემატება იმ ფულს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო უკრაინისთვის გასული წლის განმავლობაში. ეს პაკეტი მოიცავდა 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, 52 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას და 1 მილიარდი აშშ დოლარის სუვერენული სესხის გარანტიას.

 

 

უახლესი ინფორმაციით უკრაინის ქალაქებში ბრძოლები და აფეთქებები ისევ გრძელდება.  

 

 

კიევის ქუჩებში ბრძოლებმა ისევ იფეთქა, როგორც ამას BBC უკრაინის დედაქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 

„ამ მომენტში ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს“, - ნათქვამია კიევის მერიის განცხადებაში. დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს დარჩნენ თავშესაფრებში და არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და აივნებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი