პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი უთხრა ამერიკელებს კიევის დატოვებაში დახმარების გაწევაზე
26-02-2022, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე ცხარე ბრძოლების ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჟინებით მოუწოდა თავის თანამემამულეებს „მტკიცედ დადგნენ“ აგრესორის წინააღმდეგ და უარი უთხრა ამერიკელებს მისი ევაკუაციის დახმარებაზე . „ბრძოლა აქ არის“, - თქვა მან.

 

 

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ასეულობით ადამიანია დაღუპული, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

 


უკანასკნელი ცნობებით, უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში ბრძოლები მთელი ღამე გრძელდებოდა. მშვიდობიანი მოქალაქეები თავის შეფარებას სარდაფებში და მეტროსადგურებში ცდილობენ.

 

 

კიევის ქუჩებში ბრძოლები გამთენიისას უფრო ინტენსიური გახდა, როგორც ამას BBC უკრაინის დედაქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 

„ამ მომენტში ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს“, - ნათქვამია კიევის მერიის განცხადებაში. დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს დარჩნენ თავშესაფრებში და არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და აივნებს.

 

 

იმ ფონზე, როცა რუსული საჯარისო ნაწილები უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს კიევის დატოვებაში დახმარების გაწევაზე.

 

 

უკრაინის ინტერნეტმომსახურების მხრივ შეფერხებები იყო, რაც გავრცელებული ცნობებით, კიევთან ახლოს ელექტროსადგურებზე რუსების თავდასხმას უკავშირდება.

 


უკრაინული არმიის განცხადებით, მათ უკან დაახევინეს რუსულ შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე ადგილას, მათ შორის მთავარ, „გამარჯვების გამზირზე“.

 


რუსული სამხედრო ძალები კი აცხადებენ, რომ ხელში ჩაიგდეს საკვანძო აეროპორტი მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ბირთვულ ქარხანაზე კონტროლი დაამყარეს და ათეულობით უკრაინული სამხედრო ობიექტი გაანადგურეს, თუმცა როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, არც უკრაინის და არც რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი განცხადებები არ არის დამოუკიდებლად გადამოწმებული.

 


მზარდი ნიშნების არსებობს იმისა, რომ რუსეთი შეიძლება შეეცადოს უკრაინის მთავრობის დამხობას, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღწერეს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი