GUARDIAN.GE - რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ თავის ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის განლაგების სადავო წინადადება წამოაყენა. აბემ ამის შესახებ კომენტარი უკრაინის კრიზისზე სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
BBC-ის ცნობით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ, იაპონიაში დაუყოვნებლივ ამოატივტივა შესაძლო პარალელები ჩინეთის პოტენციურ შეჭრასთან ტაივანში ანდა იაპონიის მიერ კონტროლირებადი კუნძულების დაკავებაზე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.
როგორც BBC-ის ტოკიოს კორესპონდენტი აცხადებს, პოლიტიკურად ეს თემა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებულია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიამ აიღო ვალდებულება, რომ არასოდეს შეიძენდა, აწარმოებდა ან განალაგებდა ბირთვულ იარაღს მის ტერიტორიაზე.
აბემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მკაფიოდ აუწყებს ჩინეთს, რომ იგი დაიცავს ტაივანს, თუკი პეკინი თავს დაესხმება მას.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიას რუსეთთან კურილიის კუნძულების გამო ხანგრძლივი ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.