ხანძარი ზაპოროჟიეს უდიდეს ბირთვულ ქარხანაში - ზელენსკი დაჟინებით მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, შეაჩერონ რუსეთი მანამ, სანამ „ბირთვული უბედურება დატრიალდება“
04-03-2022, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვულ ქარხანას ჭურვებს რუსული ჯარები ესვრიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იგი კავშირზეა უკრაინის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ქარხანაზე იერიშის მიტანის ცნობები გავრცელდა.

 

 

„ევროპის უდიდესი ბირთვული ქარხანა ახლა ცეცხლშია გახვეული“, - ამბობს ზელენსკი „თვითერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

 

 

პრეზიდენტი ზელენსკი დაჟინებით მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს შეაჩერონ რუსეთი მანამ, სანამ „ბირთვული უბედურება დატრიალდება“.

 

 

„ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება სადგურზე ხანძარი. შეიძლება იყოს აფეთქება, ღმერთმა დაგვიფაროს“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ჩვენი ბიჭები იცავენ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას“.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის, რის შემდეგაც დაუნინგ სთრითმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „პუტინის უგუნური ქმედებები ახლა შესაძალოა, პირდაპირ უქმნიდეს საფრთხეს მთელ ევროპას“. 

 

 

ზაპოროჟიეს რეგიონული სახელისუფლების ადმინისტრაციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის უსაფრთხოება „დაცულია“. ალექსანდრე სტარუხმა „ფეისბუქში“ ერთი წინადადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის დირექტორს ესაუბრა, რომელმაც ქარხნის უსაფრთხოებაში დაარწმუნა.

 


„ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის დირექტორმა დამარწმუნა, რომ ამ დროისთვის ობიექტის ბირთვული უსაფრთხოება დაცულია“, - დაწერა მან.

 

 

მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ პარასკევს, დილის 05:20 საათზე, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ძირითადი რეაქტორის კომპლექსის გარეთ სასწავლო შენობაში გაჩნდა, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.

 

 

ოფიციოზის ცნობით, რადიაციის დონე ქარხნის ტერიტორიაზე ნორმალურ ზღვარზეა. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი