ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით
22-03-2022, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, - თქვა მან.

 


უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა დღემდე არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკება გამართეს, მათ შორის ქალაქ ანტალიაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით ერთმანეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულებაც შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკებებს დღემდე შედეგი არ მოუტანია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ შეხვედრია რუს მომლაპარაკებლებს, მაგრამ თავისი დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ ნებისმიერ მნიშვნელოვან კომპრომისს რეფერენდუმი დასჭირდება.

 

 

„მე ავუხსენი ჩვენს მომლაპარაკებლებს საუბრებისას, რომ როდესაც მხარე იღებს ცვლილებებს - და ეს ცვლილებები შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის იყოს - არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი. ხალხს მოუწევს ისაუბროს და უპასუხოს კომპრომისის ამა თუ იმ ფორმას, რომელიც თქვენ ახსენეთ. და რა იქნება ის (კომპრომისები) არის ჩვენი მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების საგანი უკრაინასა და რუსეთს შორის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 


როდესაც Suspilne-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა კომპრომისის ლიმიტზე, რომელზეც უკრაინა შეიძლება წავიდეს, ზელენსკიმ თქვა: „ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის გარეშე თქვენ რეალურად ვერ გაიგებთ რის გასაკეთებლად არიან მზად იმისათვის, რომ ომი შეწყდეს და რისთვის არიან მზად, თუ ჩვენ მზად არ ვართ ამა თუ იმ კომპრომისისთვის“.

 


უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე გამოსავალი არ იქნება“, - განაცხადა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი