GUARDIAN.GE - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში იქნება.
„ეს მიზანი ჩვენმა ხალხმა არაერთხელ განსაზღვრა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენი საუკუნოვანი ოცნება განგვეხორციელებინა ცხოვრებაში 2014 წელს, როდესაც მშობლიურ სავანეს დაუბრუნდა ყირიმი. ჩვენი შესაძლებლობა მაშინ ხელიდან გავუშვით, მაგრამ კვლავ ასეთ რამეს ვერ დავუშვებთ“, - ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი.
ბიბილოვის ვიდეო მიმართვას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ „სამხრეთ ოსეთს შეუძლია, გამოხატოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი და იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.