დიდუბეში, კედიას ქუჩა N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე გაიხსნა. დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტი დიდუბის გამგეობის სრული დაფინანსებით განხორციელდა.
ტერიტორიაზე აშენდა ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ასევე, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულისამუშაო განხორციელდა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ინვენტარი. პატარებისთვის კი, სათამაშო სივრცე მოეწყო.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლინაგი“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 000 ლარი გამოიყო.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.