ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და ბირთვული შურისძიებით დაიმუქრა
21-09-2022, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას მან თქვა, რომ ეს არის საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა.

 

 

„სამხედრო სამსახური გავრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან, განსაკუთრებით მათ, ვინც მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, აქვთ გარკვეული სამხედრო პროფესია და შესაბამისი გამოცდილება“, - განაცხადა პუტინმა.

 


მან აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის განადგურება სურს და არ უნდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა სუფევდეს. 

 

 

პუტინი ასევე დაიმუქრა ბირთვული შურისძიებით და დასძინა, რომ რუსეთს „ბევრი იარაღი აქვს საპასუხოდ“ დასავლეთის საფრთხეებისადმი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს, რათა რუსეთმა დაიცვას „ჩვენი ხალხი“ დონბასში.

 


ვლადიმერ პუტინის წინასწარ ჩაწერილი მიმართვის გავრცელებიდან მალევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაახლოებით 300 000 რეზერვისტი იქნება გამოძახებული - ისინი, ვისაც მანამდე გააჩნდათ სამხედრო გამოცდილება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი