ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ახლა ეს ნაბიჯი მართებული არ იქნებოდა
24-10-2022, 08:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის შემცვლელად თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკმარისი მხარდაჭერისა, გადაწყვიტა, რომ მისი კენჭისყრა მართებული არ იქნება.

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მან 102 მხარდამჭერით გადალახა ნომინაციების მაღალი ბარიერი, თუმცა, როგორც BBC იუწყება, საჯაროდ ეს, მხოლოდ 57-მა დეპუტატმა გააკეთა. მისი თქმით, იგი „კარგ მდგომარეობაში იქნებოდა“ მომავალ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა „არ არის შესაფერისი დრო“.

 


რიში სუნაკმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერის ბარიერი გადალახა და ახლა პრემიერ მინისტრობის ფავორიტ კანდიდატად არის მიჩნეული, პატივისცემა გამოხატა ჯონსონისადმი და თქვა, რომ „ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით” კოვიდპანდემიისა და უკრაინის ომის დროს მისი ქმედებებისთვის.

 

 

ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში ჩართვაზე ყველაზე პირველმა პენი მორდანტმა განაცხადა, მაგრამ მას საჭირო, სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა ჯერ არ აქვს მოპოვებული და ამისათვის ბოლო ვადა ორშაბათი - 14:00 საათია.

 

 

ბრიტანეთმა ახალი პრემიერ-მინისტრი კვირის ბოლომდე, 29 ოქტომბრამდე უნდა აირჩიოს. 

 


„ლეიბორისტების“ ლიდერმა სერ კირ სტარმერმა კი ისევ გაიმეორა თავისი მოწოდება საყოველთაო არჩევნების შესახებ და დასძინა, რომ „კონსერვატორების“ „ნებისმიერ მომავალ მთავრობას არეულობა ექნება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი