„რესპუბლიკურმა პარტიამ“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა
17-11-2022, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - „რესპუბლიკელებმა“, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს, იტყობინება BBC-ის ამერიკული პარტნიორი CBS News-ი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო ადგილი ოთხშაბათს, კალიფორნიის 27-ე ოლქის მოქმედი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. CBS-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ ახლა სავარაუდოდ 218-223 მანდატს მიიღებს კონგრესის 435-ადგილიან ქვედა პალატაში.

 


წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან მცირე უპირატესობის მიუხედავად, მათ შეეძლლებათ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენზე დარტყმის მიყენება და მისი საკანონმდებლო დღის წესრიგის შეჩერება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მაგრამ „დემოკრატები“ შეინარჩუნებენ კონტროლს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაზე - სენატზე, როდესაც ახალი კონგრესი შეიკრიბება იანვარში.

 


„რესპუბლიკურმა პარტიამ“, დიდი მოლოდინების მიუხედავად, კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. „დემოკრატებს“ 50 ადგილი ერგოთ, „რესპუბლიკელებს“ – 49 და ჯორჯიის შტატში 6 დეკემბერს დაგეგმილ მეორე ტურში „რესპუბლიკელების“ კანდიდატის გამარჯვების, ანუ ადგილების 50-50-ზე გადანაწილების შემთხვევაშიც კი უმრავლესობა მაინც „დემოკრატებს“ ექნებათ, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სენატის თავმჯდომარეცაა და გადამწყვეტი ერთი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

 


„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე კევინ მაკკარტი დაასახელეს მათ კანდიდატად, რომელმაც „დემოკრატი“ ნენსი პელოსი უნდა შეცვალოს. სპიკერად არჩევისთვის, პალატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერმა უნდა მოიპოვოს უმრავლესობის მხარდაჭერა პალატის სრული შემადგენლობის - 435 წევრიდან. მაგრამ პელოსიმ მიანიშნა, რომ იგი ასე ადვილად და წყნარად არ დათმობდა თანამდებობას. ოთხშაბათს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში მან პირობა დადო, რომ მისი პარტია გამოიყენებდა „ძლიერ ბერკეტს რესპუბლიკურ მწირ უმრავლესობაზე“.

 


82 წლის პელოსის, პირველ ქალს, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა, ვაშინგტონში მისი მომავლის შესახებ ვარაუდების გამოთქმის ფონზე, არაფერი უთქვამს თავის პრესრელიზში იმის შესახებ, აპირებდა თუ არა უმცირესობის ლიდერად დარჩენას.

 

 

ამასობაში კი, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.

 


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კვლავ პოპულარულია „რესპუბლიკელთა“ დიდ ნაწილში, მაგრამ იგი თანაპარტიელებმა 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში არშემდგარი „წითელი ტალღის“ გამო დაადანაშაულეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი