თქვენი ბელადი, "სარდალი" მიშა ამერიკაში განაგრძობს "ბობოქრობას" (უსაფრთხოდაა!), იქიდან გვმოძღვრავს რუსეთის სამხილებლად და "გასანადგურებლად", ხოლო თქვენ, აქ ობლად დარჩენილები კი, გვამუნათებთ და გამბედაობას გვიწუნებთ, აქაოდა უკრაინის მოვლენებს "საკუთარ სახელს არ არქმევთ", რუსეთის როლზე ხმამაღლა არას ამბობთ და მას ოკუპანტსაც არ უწოდებთო! აი, დღესაც პარლამენტში მოსული პრეზიდენტი მარგველაშვილიც "შერისხეთ, დაუნდობლად"!..
"ნაცგმირებო", წარმოიდგინეთ, რომ არავინ გიცნობთ საქართველოში და დაიჯერეს ეს თქვენი "მამაცური" ჭყლოპინი თუ ბჟუტური, რის შემდეგაც გთხოვოთ ქართველმა ხალხმა, - წინ წაგვიძეხით და მოგყვებითო! რას შვებით მერე?! სწორედ, თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამოა, რომ ჩვენი 2 რეგიონი ოკუპირებულია, თქვენ კი, ისევ ახალგაზრდებს "მოუწოდებთ" (რა პირით?!), სიცოცხლე არ დაზოგოთო!.. თქვენ თვითონ იაქტიურეთ, ვინ გიშლით?! შექმენით პარტიზანული რაზმები, შედით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყეთ ბრძოლა (ოკუპანტების ფეხქვეშ "მიწა უნდა იწვოდეს"!), მიეცით პირადი მაგალითი!!..
ჰა, რა იყო, ხომ არ "გაფუჭდით", წარმოდგენაც კი გიჭირთ არა, პარლამენტის "ლომებო", უკაცრავად ლომებთან, - აფთრებო!!.. თქვენი "გორულა სარდალი" ამერიკაში ნებივრობს, თუმცა მის მიერ მეჯვრისხევის ქუჩაზე ცხვირით გათხრილი სანგარი ყველას ახსოვს! თქვე მართლა უნამუსოებო, ისევ სხვების სისხლზე გინდათ ხელისუფლებაში მობრუნება?! მაშინაც, სრულიად ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე შეწირეთ თქვენს ტვინნაღრძობ პროვოკაციულ პოლიტიკას 2008 წლის აგვისტოში! მსოფლიოს უზარმაზარ რუსულ სამხედრო მანქანას, რომელსაც ამერიკაც და ჩინეთიც უფრთხის, ჩაახოცინეთ ჩვენი შვილები და ძმები თქვენი ავადმყოფური, დამღუპველი პოლიტიკის გამო!..
დიახ, დრო მოვა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ და სააკაშვილი უნდა გასამართლდეთ იმისათვის, რომ თქვენი ვოლუნტარისტული, უგუნური პოლიტიკის წყალობით, რუსეთმა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა აღიარა"!.. არადა, აგვისტოს ომამდე ამ რეგიონებში "სამშვიდობო ფორმატები" მუშაობდა და რუსეთი ყველა საერთაშორისო დოკუმენტებში აღიარებდა -- საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!! -- აი, ეს პერსპექტივა დააკარგვინეთ საქართველოს თქვენ და თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა (რაც იძლეოდა შანსს ქვეყნის გამთლიანების) და უმძიმეს, უიმედო დღეში ჩააგდეთ საქართველო (რუსეთს "ნიღაბი ჩამოვხსენითო", რომ გაყვიროდით, გეგონება მსოფლიომ უთქვენოდ არ იცოდა და არ იცის, თუ რა და ვინ არის - რუსეთი!)!..
ახლა ოპოზიციაში ხართ და იმის მაგივრად, რომ ხელი მაინც არ შეუშალოთ ახალ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, თქვენ ისევ აგრძელებთ მავნებლობას, ღვარძლიან საუბარს, გესლიანი რეპლიკებით გინდათ, რომ მოწამლოთ ხალხი და გამოიწვიოთ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ!.. კვლავ გინდათ, რომ სისხლიანი გზით წავიდეს ურთიერთობა რუსეთთან, რათა თქვენი უბადრუკი, ქართველი ერის დამღუპველი პოლიტიკა გაამართლოთ, - ვერ ეღირსებით!!.. სამარცხვინო ხალხი ხართ, თქვენი შემყურე მართლა მრცხვენია ჩემი ერის გამო და ბოდიშს ვუხდი ყველა არაქართველს, რომ თქვენც "ქართველები გქვიათ"!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.