ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით
11-01-2023, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საიდუმლო დოკუმენტების პოვნით ანალიტიკური ცენტრის ოფისში, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე იყენებდა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულად თანამშრომლობენ მომხდარის განხილვაში. მან ჟურნალისტებს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, არ იცის, რა იყო დოკუმენტებში. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ განხილვაში, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება”, - თქვა ბაიდენმა.

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადება თეთრა სახლმა გაავრცელა.

 

 

ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა.

 


ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გამოძიება მისი პრეზიდენტობის შემდეგ საიდუმლო ფაილების ფლორიდაში გადატანის გამო მიმდინარეობს.

 


BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS News-ის ცნობით, FBI ჩართულია „პენ ბაიდენის ცენტრში“ აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების გამოძიებაში და აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს ეთხოვა დოკუმენტებისთვის გადახედვა.

 

 

ამ საქმეში ჩახედულმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ დოკუმენტები არ შეიცავდა ბირთვულ საიდუმლოებას და ინახებოდა საქაღალდე ყუთში სხვა არასაიდუმლო დოკუმენტებთან ერთად.

 


რიჩარდ ზაუბერმა, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა მრჩეველმა, CBS-სთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფაილები შუალედური არჩევნების წინ აღმოაჩინეს ბაიდენის ადვოკატებმა, რომლებიც ოფისს ასუფთავებდნენ.

 


ბაიდენს 2017 წლიდან 2020 წლამდე ანალიტიკურ ცენტრში ჰქონდა ოფისი, რომელიც თეთრი სახლიდან დაახლოებით ერთი მილის მანძილზეა დაშორებული.

 


ზაუბერმა თქვა: „[დოკუმენტების] აღმოჩენის შემდეგ, პრეზიდენტის პირადი ადვოკატები თანამშრომლობდნენ [ეროვნულ] არქივთან და იუსტიციის დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყონ, რომ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის ნებისმიერი ჩანაწერი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი არქივის მფლობელობაში“.

 

 

ტრამპი თავისი სოციალური მედიის საიტზე, „Truth Social“-ზე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და იკითხა: „როდის აპირებს FBI რეიდის განხორციელებას ჯო ბაიდენის მრავალ სახლზე, შესაძლოა, თეთრ სახლზეც კი?“

 

 

ტრამპის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სავარაუდოდ, წინააღმდეგობა გაუწია 300-ამდე საიდუმლო დოკუმენტის უკან დაბრუნებას, რომლებიც მან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში წაიღო თანამდებობის დატოვების შემდეგ. ეროვნულმა არქივმა ამ საქმეში ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

ბაიდენის ფაილები ცოტა ხნით ადრე აღმოაჩინეს, სანამ იუსტიციის დეპარტამენტი გამოაცხადებდა, რომ დანიშნავდა დამოუკიდებელ ადვოკატს, რომელიც გადაწყვეტს, მისცეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ტრამპი ფლორიდაში, თავისი გოლფის კლუბში ნაპოვნი ფაილების გამო. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი