რუსეთის პრეზიდენტი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ახლო თანამშრომლობაზე თანახმაა, მაგრამ აცხადებს, რომ ნებისმიერი "მიუღებელი" ინციდენტები იქნება "ნებისმიერ ვინმესთან თანამშრომლობის დასასრულის" განმაპირობებელი. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
ვლადიმერ პუტინმა კრემლში საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება იყო ღალატი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც მოსკოვი მეგობრად მიიჩნევდა.
პუტინმა მკაფიოდ განაცხადა "საერთო მტრის", "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მოსკოვის დასავლელ პარტნიორებთან მზადყოფნის შესახებ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდება "მიუღებელი" იყო.
"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამერიკის ლიდერობით ჩამოყალიბებულ კოალიციასთან, მაგრამ ინციდენტები, რომელიც ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალების და პერსონალის განადგურებას ისახავს მიზნად... აბსოლუტურად მიუღებელია," განაცხადა პუტინმა ოლანდთან ერთად გამართულ პრეს კონფერენციაზე.
"ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება, სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება თანამშრომლობის ვალდებულება ვინმესთან, ნებისმიერ კოალიციასთან თუ ქვეყანასთან."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.