რუსეთმა თურქეთს მთელი რიგი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ბრძანებულება, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა, მოიცავს თურქეთიდან გარკვეული სახის პროდუქტების შემოტანაზე აკრძალვის ან შეზღუდვის დაწესებას; აკრძალვა ან შეზღუდვა შეეხება თურქული კომპანიების მუშაობას რუსეთში და თურქეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რუსულ კომპანიებში მუშაობენ.
BBC-ს ცნობით, დეკრეტი ასევე ორ ქვეყნას შორის ჩარტერული რეისების დასასრულისკენ მოუწოდებს. დეკრეტი ასევე დაჟინებით მოუწოდებს რუსულ ტურ-ოპერატორებს, თავი შეიკავონ თურქეთში პაკეტების გაყიდვისაგან.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი "დამწუხრებულია" რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და ისურვებდა, რომ ეს არ მომხდარიყო.
თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ერდოღანს ჯერჯერობით არ მოუბოდიშებია. მან რუსეთი "ცეცხლთან თამაშში" დაადანაშაულა.
თურქეთის პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთმა თავის მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტის თავშეკავებისაკენ მოუწოდა, თუ კი ამის გადაუდებელი საჭიროება არ იარსებებდა.
თურქეთს და რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთი თურქეთისთვის მეორე, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს კი თურქეთს 3 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი სტუმრობდა.
შაბათს, პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში დაახლოებით 90 000 თურქი ეროვნების ადამიანი მუშაობს და თუ ოჯახის წევრებიც მხედველობაში იქნება მიღებული, მისი თქმით, ეს ციფრი 200 000 -მდე გაიზრდება.
რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ თურქული პროდუქციის 15% არ შეესაბამება რუსული უსაფრთხოების სტანდარტებს. ზოგიერთი საქონლის შეტანა დაიბლოკა და სატვირთო ავტომანქანები საზღვრებზე არ შეუშვეს.
ახალი სანქციები იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის მკაფიოდ მითითებული, თუ რა სახის პროდუქციის შეტანა იქნება დაუშვებელი.
თურქეთმა წელს უკვე 1 მილიარდი ევროს ღირებულების საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტირება მოახდინა რუსეთში, და როგორც რუსეთმა განაცხადა, ბოსტნეულის 20% -ს თურქეთიდან იღებენ.
თურქული სააგენტოს, "ანადოლუს" თანახმად კი, გასულ წელს ქვეყნიდან რუსეთში ექსპორტირებული ტყავის, ქსოვილების და ტანსაცმლის ღირებულებამ 1.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.