ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან: „როგორ შეიძლება იყო სკოლის დირექტორი საქართველოში და არ იცოდე ქვეყნის სახელმწიფო ენა?!“
09-05-2023, 22:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და ინტეგრაცია ახალქალაქის სკოლების ეთნიკურად სომეხ და ქართველ მოსწავლეებს შორის და ამ მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ - იქნება ეს ჩვენი ბავშვების ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე წაყვანა თუ სხვა ისეთი ღონისძიება, რომელიც მოზარდებს ერთმანეთს უკეთ გააცნობს და დაახლოებს, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა განუცხადა.

 


დირექტორის თქმით, მაჭატიის საჯარო სკოლაში ამჟამად 77 მოსწავლეა, ბოლო ათ წელიწადში კი, სკოლის კურსდამთავრებულთაგან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 17-მა განაგრძო, ხოლო საზღვარგარეთ 22-მა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან


„ჩვენმა ბავშვებმა ქართული ენა საშუალოდ ან უფრო მაღალ დონეზე იციან. წერა-კითხვა უფრო კარგად შეუძლიათ, ვიდრე მეტყველება, რადგან გაკვეთილების შემდეგ უმეტესწილად მხოლოდ სომხურენოვან გარემოში უწევთ ყოფნა. მოგეხსენებათ, ეს და მიმდებარე სოფლებიც ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეებითაა დასახლებული, აქ სომხები კომპაქტურად ვცხოვრობთ და ბუნებრივია, ჩვენს მშობლიურ ენაზე ხდება კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, ბავშვებს ქართულ ენაზე მეტყველება უფრო უჭირთ. ზოგადად, ვფიქრობ, უცხო ენაზე მეტყველება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე კითხვა ან წერა, მაგრამ არიან ისეთი ბავშვებიც, რომ არ ეპუებიან სირთულეებს და კარგი შედეგებიც აქვთ. ბოლო წლებში ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა, ვისაც თბილისში სწავლის გაგრძელება სურს . ჩემი დირექტორობის პერიოდში სკოლა დაამთავრა 14-მა მოსწავლემ, აქედან ერთმა, ოგანეს ოვაკანიანმა ოქროს მედალზე. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა „1+4“პროგრამით და წარმატებული სტუდენტია.

 

 

 

„შესაძლოა, ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მეც ვარ იმის მაგალითი, რომ ენის სწავლა ყოველთვის შესაძლებელია, თუკი მოინდომებ. სკოლა რომ დავამთავრე, მხოლოდ 10-ამდე ქართული სიტყვა თუ ვიცოდი. ახლა ხედავთ, რომ გესაუბრებით (იცინის) ენა ურთიერთობის საშუალებაა, ხომ?! ამიტომ მეტი ურთიერთობა, კომუნიკაციაა საჭირო ქართველებთან. უკვე, როგორც ქართული ენის მცოდნე, უფრო ინტეგრირებულად ვგრძნობ თავს ჩვენს სახელმწიფოში, ენის ცოდნა სიამოვნებასაც მანიჭებს. მეტი ინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებასთან კავშირი, ესაა უკეთესი მომავლის გარანტია ყველასთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს.

 

 

 

ჩემს ბავშვობაში საქართველოს სომხურენოვან სკოლებში ქართულის შესწავლა მე-7 კლასიდან იწყებოდა, ნაცვლად პირველი კლასისა, და დღევანდელობისაგან განსხვავებით, კვირაში მარტო 2 საათი ეთმობოდა ქართულს, თან მაშინ ასეთი ინტერესი არ იყო ქართული ენისადმი, როგორც დღესაა. დღეს, თუ გინდა, რომ ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნო თავი, აუცილებელია სახელმწიფო ენის, ქართული ენის ცოდნა. როგორ შეიძლება იყო სკოლის დირექტორი საქართველოში და არ იცოდე ან არ ცდილობდე ისწავლო ქვეყნის სახელმწიფო ენა?!“ - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა, ქართულ ენაზე. (შენიშვნა: ქალბატონი ანაიტ პარონიანი ფლობს B1 დონეს და გამართულად წერს, კითხულობს და საუბრობს ქართულ ენაზე).

 

 

 

ანაიტ პარონიანის ინფორმაციით, სოფელ მაჭატიის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ყველა უფროს პედაგოგს აქვს ქართული ენის შესაბამისი სერტიფიკატი და ამაში დიდია ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის, ვენერა მღებრიშვილის დამსახურება.

 

 

„სკოლაში 17 მასწავლებელია, მათგან ერთი წამყვანია, სხვა უფროსი, ორი კი, პრაქტიკოსი, მათ შორის სპორტის მასწავლებელი, რომელიც, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი წარმატება მოუპოვა სკოლას, დირექციის მიერ წარდგენილია უფროსი მასწავლებლის სტატუსზე და თუკი დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების (ისტის) მასწავლებელი გვეყოლება უსტატუსო.

 

 


„ქალბატონი ვენერა მღებრიშვილი ჩვენთან თბილისიდან ჩამოვიდა და უკვე 10 წელია ქართულს, როგორც მეორე ენას ასწავლის ჩვენს სკოლაში, იგი არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის კონსულტანტი მასწავლებელია. მას არაჩვეულებრივი შედეგი აქვს არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ მასწავლებლებშიც - ძალიან ვემადლიერებით. მან არა მარტო ენის შესწავლის მხრივ გაგვიწია დიდი დახმარება, არამედ არაერთი სიახლის დანერგვაშიც შეგვიწყო ხელი. ვენერა მღებრიშვილის გარდა, ქართულის ორი უფროსი მასწავლებელი გვყავს - ხათუნა ლომიძე, ახალციხიდან, და ჩვენი თანასოფლელი თამარა სუკასიანი, რომელიც დაწყებითებში ასწავლის ქართულ ენას“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ანაიტ პარონიანმა. (შენიშვნა: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის, ქალბატონი ვენერა მღებრიშვილის შესახებ GUARDIAN.GE სტატიას ახლო მომავაში შემოგთავაზებთ).

 

 

 

მაჭატიის სკოლის დირექტორის ცნობით, გასულ წელს სომხური ენისა და ლიტერატურის საგნის გამოცდაზე ორი პედაგოგი გავიდა და ორივემ 10-10 კრედიტი მიიღო, გრძელვადიანი ტრენინგის გავლისა და ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი, ორივემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, მათგან ერთ-ერთი, ლუსია უზუმიანი ორი წელია, რაც „ლიდერი მასწავლებლის“ პროექტშია ჩართული.

 

 

დირექტორმა პოსტზე დანიშვნიდან მალევე, ერთ-ერთი პირველი, ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა გადაწყვიტა. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში, როცა ტემპერატურა ძალიან დაბლა ეცემა, სკოლაში, ბავშვებისა და პედაგოგების უსაფრთხოებისა და სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარებისათვის, ცენტრალური გათბობა უმნიშვნელოვანესია.

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მაჭატია

 

 








 

 

„სოფელი მაღალმთიანია, აქ ზამთარი ცივი და მკაცრია. ჩემი დირექტორად დანიშვნისთანავე პირველი, რაც გავაკეთე სკოლაში, ეს ცენტრალური გათბობის სისტემა იყო. ამხელა სკოლისთვის შეშით გათბობა არაეფექტურა. ცენტრალური გათბობის სისტემა, თავადაც ნახეთ, კარგად მუშაობს. აგერ, ხედავთ, მაისის დასაწყისია და გათბობა ისევ ჩართული გვაქვს, რადგან ღამით ტემპერატურა მინუსებს აჩვენებს. ახლა მინდა საკლასო ოთახებში კოსმეტიკური რემონტი ჩავატაროთ. ჩემი მიზანია, სკოლა უფრო თანამედროვე გავხადო, რადგან გამართული ინფრასტრუქტურა უფრო მეტ სტიმულს აძლევს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ანაიტ პარონიანმა.

 

 

 

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ანაიტ პარონიანის შესახებ

 


დაიბადა 1971 წლის 9 სექტემბერს. ახალქალაქის რაიონის სოფელ მაჭატიის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სომხური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო, სწავლა წარმატებით დაასრულა, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, პარალელურად ბიბლიოთეკარიც იყო. 30 წელზე მეტია ამ სკოლაში ასწავლის, 2019 წელს მათემატიკის საგანში ჩააბარა გამოცდა და უფროსი მასწავლებელი გახდა. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, ანაიტ პარონიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორია.

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები 

 

 











































 

 

კომენტარები: 4
#4   ლია მღებრიშვილი
      
ეს ეროვნული უმცირესობებისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის შედეგია. წარმატებები მაჭიტიის სკოლას <3 ისე, ერთხელ მაინც დამათვალიერებინე შენი სკოლა @ვენერა მღებრიშვილი <3 smile
13 მაი 2023 00:09
#3  გიორგი
      
love love love წარმატებას გისურვებთ ყველას!!! ძალიან მიყვარს სამცხე-ჯავახეთი და იქ მცხოვრები ხალხი.
11 მაი 2023 08:44
#2   ქეთევან
      
ვენერა წინსვლა და წარმატებები❤️
10 მაი 2023 23:55
#1   ნატა ლურსმანაშვილი
      
მხოლოდ წარმატება, წინსვლა და გამარჯვება სოფელ მაჭატიას, სკოლას, პადაგოგიურ კოლექტივს,დირექციას, ჩემს თამარს. ყველა მიყვარხართ და მენატრებით.გლოცავთ და გეფერებით.

თქვენი ნატა
10 მაი 2023 11:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი