„ფე-ეს-ბემ“ რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მფლობელის წინააღმდეგ, შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა
24-06-2023, 07:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის „ფე-ეს-ბემ“ (ФСБ) სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მფლობელის წინააღმდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოგდების შესახებ მის მუქარას უკავშირდება.

 


ევგენი პროგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, უკრაინაში, სადაც „ვაგნერის“ ჯარისკაცები რუსეთის სასარგებლოდ უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, მათზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანების გაცემაში დაადანაშაულა. პროგოჟინმა თქვა, რომ თავისი ჯარები ახლა რუსეთში, შოიგუს დასასჯელად უნდა დაიძრან და დაჟინებით მოუწოდა არმიას, არ გაუწიონ წინააღმდეგობა. პროგოჟინმა გამოაცხადა: „ეს არის არა შეიარაღებული აჯანყება, არამედ სამართლიანობის მარში“.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო პრგოჟინის ბრალდება და ეროვნულმა ანტი-ტერორისტულმა კომიტეტმა, კონტრტერორიზმის სტრუქტურაში ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამხედრო გადატრიალების მოწოდებების გამო.

 


კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია არსებული მდგომარეობის შესახებ და „ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული“.

 

 

ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს თავი აარიდონ რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან დამაკავაშირებელ M4 ავტომაგისტრალზე გადაადგილებას, რადგან ამ მიმართულებით სამხედრო კოლონები მიემართებიან.

 


„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის ოფიციოზი ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შედგენილია გეგმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

 


M4 ავტომაგისტრალი 1 500 კილომეტრზე მეტია და მოსკოვს ქალაქებთან - ვორონეჟთან, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე როსტოვთან და კრასნოდართან აკავშირებს.

 

 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები სამხედრო ტექნიკის თანხლებით, სავარაუდოდ, როსტოვის მიმართულებით გადაადგილდებიან, თუმცა აღნიშნულის აბსოლუტურად დადასტურება ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.

 

 

„ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ აუდიო მიმართვაში განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა უკრაინიდან რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ როსტოვში იმყოფებიან, მზად არიან „მთელი გზით“ მოსკოვის სამხედროების წინააღმდეგ წავიდნენ და გაანადგურონ ყველა, ვინც მათ გადაეღობება. 

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი