ზელენსკი საქართველოს ელჩის მიერ უკრაინის 48 საათში დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს
03-07-2023, 23:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ კიევს გადასცეს.

 


ამასთან, იგი ითხოვს საქართველოს ელჩმა უკრაინაში 48 საათში დატოვოს უკრაინა და კონსულტაციები გამართოს თბილისში.

 


„სწორედ ახლა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს.

 


ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ჩვენი პარტნიორები, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე გამოვიდნენ არაერთი გამოსავლის შესაძლებლობით.

 


დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, ჩვენი მკაცრი პროტესტის გამოსახატად და სათხოვნელად, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თავის დედაქალაქაში კონსულტაციების გასამართად.

 


კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს უკრაინას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომ მას გაეწიოს საჭირო მკურნალობა. დაჟინებით მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ მოახდინონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანი, სიცოცხლე ძირითადი ევროპული ღირებულებაა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი