კახა ოქრიაშვილი: კახა კალაძემ სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან... დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე
04-08-2023, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნიკა გვარამია ქოც-ბანდამ ციხეში „რუსთავი 2-“ის კუთვნილი ავტომობილის ოჯახის წევრებისთვის მოხმარების გამო გამოამწყვდია. კახა კალაძემ სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახაბერ ოქრიაშვილი „ფეისბუქში“ წერს და შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
.

 


„არ მინდა შევეხო საკითხის მორალურ მხარეს - აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია. კალაძის „გამპრავებლები“ ირწმუნებიან, რომ ვერტმფრენი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა და არა სტიქიის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რატომ აფრინდა სახელმწიფო ვერტმფრენი და რა უფლებით სარგებლობენ ქოც-ბანდის მაღალჩინოსნები სახელმწიფო საკუთრებით. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ უშველა კალაძემ მხოლოდ საკუთარ ოჯახს და ყველა დანარჩენი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა ?! მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქოც-ბანდას სახელმწიფოც და ქართველი ხალხიც ფეხზე ჰკიდია?!

 


პროკურატურაში დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!

 


ისევ გახსენებთ კლასიკურ ჭეშმარიტებას - ნებისმიერ ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. ჰოდა, თუ ამათ არ ვიმსახურებთ, პირველივე არჩევნებზე პანღურით უნდა გავყაროთ ქოც-ბანდა, კრებითი კალაძეები, კობახიძეები და პოლიტიკურად ჩავრეცხოთ ბიძინიზმი, როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში!“ - წერს ოქრიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი