ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
15-08-2023, 17:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:


ქალაქის დღესთან დაკავშირებით ინიციატივების შემოთავაზება;


მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები;


2024 წლისთვის ინიციატივების შემოთავაზება მერიისთვის.


საბჭოს წევრებმა ნინოწმინდის მერს რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.


ყურადღება გამახვილდა არსებული პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაზე როგორც ქალაქ ნინოწმინდაში, ისე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.


როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა აღნიშნა, მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება და ხორციელდება ეტაპობრივად.


სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.


დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.


საბჭო 10 წევრისგან შედგება, ესენია: ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფერმერები, სამუსიკო, ბაგა -ბაღების, საჯარო სკოლის დირექტორები და მედიის წარმომადგენლები.


შეხვედრას კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი ესწრებოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი