ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ფარავანზე ხიდის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
17-08-2023, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად მარტუნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

 


სოფელ მარტუნამდე მისასვლელ გზაზე, მდინარე ფარავნის გადაკვეთაზე, სამანქანე ხიდის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

 


მერის თქმით, აღნიშნული ხიდი სოფლის მოსახლეობის გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია და ფუნქციურად დიდი დატვირთვა აქვს.

 


ინფრასტრუქტურული პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მიმდინარე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 708 925 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 ავთანდილ კაჭკაჭიშვილი" აწარმოებს.

 


მშენებლობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც, სოფლის მოსახლეობა მდინარე ფარავანზე უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.

 


მერი, მარტუნში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და საკითხების დროულად მოსაგვარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

 


ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი