მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის
რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-12 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის
წარმოთქმის შემდეგ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური ოპერაციების
ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სიტყვით
მიმართა, საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და სერტიფიკატები გადასცა.
25 კვირის განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები
გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე
მომზადებას მოიცავდა. მათ ასევე შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა.
კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო
ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ.
სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა
გააგრძელონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის
დასრულების შემდეგაც სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების
ბატალიონში ჩაირიცხებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.