კიევში დაღუპული დავით ყიფიანი თბილისში დღეს დაკრძალეს.
დავით ყიფიანი ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძარში იყო დასვენებული. მის ხსოვნას ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, პატივი პოლიტიკოსებმაც მიაგეს.
იგი უკანსკნელ გზაზე საქართველოსა და უკრაინის დაშვებული დროშებით გააცილეს.
დავით ყიფიანი კიევში 20 თებერვალს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ყიფიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და კიევის საპროტესტო აქციებს მოძრაობა "თავისუფალ ზონასთან" ერთად შეუერთდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.