გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ კვირას იერუსალიმში ჩაფრინდა და ამ ფოტოზე ჩანს ის რაც... ჩანს. კარგით, კარგით. ბენჯამინ ნეთანიაჰუს თითის ჩრდილი, მერკელის ზედა ტუჩთან, მას გერმანიის იმ მეთაურს ამსგავსებს, რომელიც შეიძლება უსახელოდ დავტოვოთ. ალბათ ისედაც ხვდებით თუ ვისზეა საუბარი. ეს მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევაა და არანაირად არ მიანიშნებს მერკელის დამოკიდებულებას ისრაელისა და ებრაელებისადმი. ესაა ის, რაც აუცილებლად უნდა თქმულიყო.
ის ფაქტი, რომ ეს უხერხული მომენტი საერთაშორისო მედიისთვის არის არა უფრო მეტი, ვიდრე არაკომფორტული ხუმრობა, იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად შორს წავიდა გერმანია მესამე რეიხის, და თუ გინდ 1961 წლის შემდეგ, როცა მერკელის წინამორბედმა კონრად ადენაუერმა იერუსალიმში ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ადოლფ ეიხმანის სასამართლო პროცესის დროს საიდუმლო აგენტი გაგზავნა. ადენაუერი იმედოვნებდა, რომ იმის გარანტიას მიიღებდა, რომ სასამართლო პროცესის დროს ისრაელის პროკურორები მისი მთავრობის ოფიციალური პირების ნაცისტური ისტორიების შესახებ არაფერს არ გაამჟღავნებდნენ. 1965 წლამდე კი ორ ქვეყანას ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები არ დაუმყარებია.
ახლა მერკელი იერუსალიმშია და მართალია მისი დელეგაციის თანმხლები გერმანელი მაღალჩინოსნების ზოგიერთი წარმომადგენელი არაერთხელ გამოსულა ისრაელის კრიტიკით დასავლეთის სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის პროცესის გაგრძელებისა და ისრაელის პოლიტიკის გამო, მაგრამ აკრიტიკო ისრაელი სულაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ნაცისტი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.