აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მერაბიშვილზე, ახალაიაზე, საქართველოს მთავრობაზე, ქართულ ციხეებსა და სასამართლოებზე
28-02-2014, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

 

 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში 2013 წელს ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში ძირითადი პრობლემები იყო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან სახელმწიფო მოხელეთა მიერ თანამდებობების დატოვება, მათი გათავისუფლება ყოფილ მმართველ პარტიასთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირის გამო და მთავრობის არადამაკმაყოფილებელი რეაგირება.

 


ამასთან, პრობლემებს შორის ჩამოთვლილია საზოგდოების მხრიდან ლგბტ პირების წინააღმდეგ მზარდი ძალადობა და ნათქვამია, რომ მთავრობამ პასუხი ვერ აგებინა დამნაშავეებს.

 


ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელები ერევიან რელიგიური უმცირესობების უფლებებში, შეიკრიბონ და თავისუფლად აღასრულონ ლოცვები, რასაც მთავრობის მხრიდან არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა.

 


"წლის განმავლობაში არსებულ სხვა პრობლემებს შორის არის პოლიციელთა მხრიდან პატიმრების შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ციხის პირობები უმჯობესდება, ციხეებში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამასთან, იყო პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ბრალდებები. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს დაუსაბუთებელ დევნაზე, სამსახურის დაკარგვასა და დაკავებებზე, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის – მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის გამო. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამოვლენილმა ძალადობრივმა პროტესტმა შეაფერხა პოლიტიკური ოპოზიციის შეკრების თავისუფლება. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯისა, სასამართლოზე შიდა და გარე ზეწოლა კვლავ პრობლემად რჩება", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში.

 

 

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ ხელისუფლების პირველი დემოკრატიული გადაბარებით აღინიშნა, 12-თვიანი კოჰაბიტაცია მოჰყვა ახალ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რომლებიც სხვადასხვა პარტიებს მიეკუთვნებოდნენ.

 

 

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2013 წლის 27 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები OSCE/ODIHR-მა კარგად ორგანიზებულად და გამჭვირვალედ შეაფასა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი