მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია გეურარხში გახსნილი ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და ბოსტნეულის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სისტემურ და მიზანმიმართულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია", რომელიც უკვე წელიწადია წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ეს პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობები, რომელიც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ჩანაცვლებას", – განაცხადა შალვა ფიფიამ.
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" დახმარებით, ინდ.მეწარმე აბას მუსაევმა 240000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და ახალი სასათბურე მეურნეობა მოაწყო. აღებული კრედიტის 13 %-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 12% – ს "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" დააფინანსებს. შესაბასამისად, მეწარმე მხოლოდ წლიურ 1% – ს გადაიხდის. ახალი სასათბურე მეურნეობა 1.7 ჰა მიწის ფართობზეა აშენებული. მისი წარმადობა წელიწადში 300-400 ტონა ბოსტნეულს შეადგენს. სათბურში დასაქმებულია 50 ადგილობრივი მცხოვრები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "შეღავათიანი აგოროკრედიტის პროექტი" 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში 2 200 მოსარგებლეზე გაცემულია 50 000 000 ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში 14100 მსესხებელზე გაცემული ჯამური თანხა 318 000 000 ლარს შეადგენს. პროექტის ხელშეწყობით უკვე დაფინანსდა 70 – მდე ახალი საწარმო, ხოლო 400 – ზე მეტი საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება განხორციელდა.
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია შესული და წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეგიონში 7 397 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა მოიხვნება. სახელმწიფოს დახმარებას 90000 – ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.