თამარ სანიკიძე თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში შექმნილ მდგომარეობას დაუშვებლად მიიჩნევს
10-04-2014, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში შექმნილ მდგომარეობას დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ აღნიშნულ სკოლაში გაკვეთილების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას.

 


როგორც მინისტრი ამბობს, მას მშობლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი დირექტორი და პედაგოგთა ნაწილი სთხოვენ, ქუჩაში გამოვიდნენ აქციების ჩასატარებლად, რაც დაუშვებელია.

 


''სკოლაში ახალი დირექტორი უკვე შესულია. შესაბამისად, სწავლა 9 საათზე დაიწყებოდა, თუმცა საერთოდ, პროცესები არ მიმდინარეობს ნორმალურად და ამას ხელს უწყობენ სკოლის ყოფილი დირექტორი და სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილი. მე მგონი, ეს ხალხი საერთოდ ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრიათ მოსწავლეებთან მიმართებაში. გუშინ მთელი საღამო შემოდიოდა ზარები შეწუხებული მშობლებისგან, რომ მათ სთხოვენ, გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ ქუჩაში. ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მასწავლებელი შევიყვანოთ გაკვეთილზე, ბავშვი არ დაზარალდეს და სკოლაში საგაკვეთილო პროცესს საფრთხე არ შეექმნას', - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 


53-ე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთმა ნაწილმა დღეს დილიდან სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. ისინი სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლის შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი