თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა ახალი დირექტორი ეკა გახარია, თუმცა გაკვეთილების დაწყების წინ მცირე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე მოსწავლე საკლასო ოთახში არ შევიდა. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ყოფილი დირექტორის განთავისუფლება.
ახალმა დირექტორმა, ეკა გახარიამ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. როგორც სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს, ისინი გაკვეთილებს ყოფილი დირექტორის ხათრით დაესწრებიან, რომ მას პრობლემები არ შეექმნას. 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი დღეს სასამართლოში უფლებამოსილების აღდგენის მოთხოვნით სარჩელის შეტანას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.