ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
BBC -ის ცნობით, ფედერალური პოლციის აგენტებმა ყოფილი პრეზიდენტის სახლში რეიდი მოაწყეს და იგი დაკითხვაზე წაიყვანეს.
ლულა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2011 წელს დატოვა, კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებას უარყოფს. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ ლულა, 70 წლის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფო სანავთობო კომპანიიდან უკანონო შემოსავლებს იღებდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში პეტრობრასის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.