თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ახლო ნათესავები, ძმისშვილები, დააკავეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში ბაზირებული იმამის ფეთჰიულაჰ გიულენის, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს, ძმისშვილები კვირას დააპატიმრა.
თურქული მედიის ცნობით, ჰუსეინ და ბუშერა გიულენები იზმირში აიყვანეს. მათ ბრალად ედებათ გიულენის „ფეტო“-ში ჩართულობა და დაშიფრული გადამცემი მონაცემების პროგრამის გამოყენება, რაც თურქული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობისას პუტჩისტების უმეტესი ნაწილის მიერ იყო გამოყენებული.
უფრო ადრე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის დისწული ემინე და სამი ძმისშვილი, ასევე ადვოკატი ქემალ გიულენი დააკავა.
თავად ფეთჰულა გიულენი, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირე გახლდათ, წლებია რაც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ანკარა ვაშინგტონისაგან მის თურქეთში ექსტრადიციას ითხოვს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის ხელისუფლებისაგან გიულენის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართულობის სამხილებს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.