შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ტრამპმა მას უთხრა, რომ იგი რჩება „ძლიერი Nato-ს მტკიცე მხარდამჭერად“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა დასავლური სამხედრო ალიანსი Nato აღწერა, როგორც დრომოჭმული ორგანიზაცია.
ტრამპმა ივლისში, ბევრში გამოიწვია შეშფოთება, როცა რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან თანხმობა განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება არ დაიცვას ალიანსის სხვა წევრები, თუკი ისინი არ გაიღებენ სამხედრო ხარჯებისთვის საკმარის თანხებს და ნართაულად გადაჰკრა სიტყვა, რომ მან შესაძლოა გამოიყვანოს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეერთებული შტატების ძალები. ამის ნაცვლად კი ტრამპმა უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი რუსეთთან გამოხატა, რომლის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ შეაქო და მას "ძლიერი ლიდერი" უწოდა, პრეზიდენტად არჩევიდან ერთ-ერთი პირველი სატელეფონო საუბარიც სწორედ მასთან გამართა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.
მან განაცხადა, რომ დასავლეთი ამ თაობის განმავლობაში მისი უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.