ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - კრემლი და ტრამპის ოფისი განცხადებებს ავრცელებენ
14-11-2016, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდებიან „ამერიკა-რუსეთის კავშირების ნორმალიზებას“, განაცხადა კრემლმა, ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ. ამის შესახებ BBC წერს.

 


პუტინმა ტრამპს წარმატება უსურვა „საარჩევნო პროგრამის განხორციელებაში“.

 


ტრამპმა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს პუტინი შეაქო, თქვა, რომ მას „რუსეთთან მტკიცე ურთიერთობა“ უნდა.

 

 

ამასობაში კი პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ტრამპმა მას უთხრა, რომ იგი რჩება „ძლიერი Nato-ს მტკიცე მხარდამჭერად“.

 


კრემლის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის მიხედვით, ტრამპმა და პუტინმა განიხილეს სირიის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-ამერიკის ახლანდელი ურთიერთობები „უკიდურესად არადამაკმაყოფილებელია“.

 


მათ ასევე ისაუბრეს იმ ფაქტის შესახებ, რომ 2017 წელს 210 წლისთავია მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაფუძნდა, რამაც „თავის მხრივ სტიმულირება უნდა მოახდინოს პრაგმატული, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის დასაბრუნებლად“.

 


პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ დარჩნენ სატელეფონო კავშირზე და მოგვიანებით პირისპირ შეხვედრას დაგეგმავენ, აცხადებს კრემლი.

 


კრემლს არ დაუკონკრეტებია თუ ვისი ინიციატივა იყო სატელეფონო საუბარი, მაგრამ ტრამპის ოფისმა განაცხადა, რომ ზარი კრემლიდან განხორციელდა და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საერთო საფრთხეები და გამოწვევები, და სტრატეგიული ეკონომიკური საქმეები.

 


ტრამპის ოფისმა განაცხადა: „არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ძალიან, მოუთმენლად ელის ძლიერი და მტკიცე ურთიერთობის ქონას რუსეთთან და რუს ხალხთან“.

 


როგორც BBC წერს, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსეთის მხრიდან შეერთებული შტატებისადმი ტონი შეიცვალა, სახელმწიფო ტელევიზიები საარჩევნო გაყალბების მტკიცებიდან იმაზე გადაერთვნენ, რომ ტრამპი „ხალხის კაცია“.

 


შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს 60.3 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნაკლებმა ვიდრე ჰილარი კლინტონს, რომელმაც 60.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. მაგრამ ტრამპის მაღალმა შედეგებმა უმთავრეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში, მათ შორის მიჩიგანში, განაპირობა მისი უპირატესობა ხმების რაოდენობის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს პრეზიდენტს.

 

 

საარჩევნო კოლეგიაში, გამარჯვებისთვის 270 ხმის მოგროვებაა საჭირო, ტრამპს კი 50 შტატიდან-48 ში დათვლილი მონაცემების მიხედვით, მიღებული აქვს კოლეგიის 290 ხმა, ჰილარი კლინტონს 228 ხმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი