1994 წელს გამბიის სათავეში სისხლიანი გადატრიალებით მოსულმა ჯამეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება და „საჭირო არაა, რომ თუ გინდ ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს“
21-01-2017, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამბიის სათავეში ხანგრძლივად მყოფმა იაჰია ჯამეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება.

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ჯამეჰმა თქვა, რომ „საჭირო არაა, რომ თუ გინდ ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს“.

 


ჯამეჰმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დასავლეთ აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა შუამავლობით მასთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, თუმცა შეთანხმების დეტალებზე მას არ უსაუბრია.

 

 

ჯამეჰი 1994 წლის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უცვლელად, 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას, მაგრამ გასული წლის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე ადამა ბაროუსთან დამარცხდა.

 


გამბიის ლიდერის იაჰია ჯამეჰის გადადგომისა და ქვეყნის დატოვების შესახებ პირველი გაცხადება ადამა ბაროუმ „თვითერზე“ პარასკევს გვიან გამოაქვეყნა.

 


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ბაროუმ, ჯამეჰის წინააღმდეგობის გამო, საპრეზიდენტო ფიცი სენეგალში, გამბიის საელჩოში ხუთშაბათს დადო.

 


დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებმა, მათ შორის სენეგალმა, გაერო-ს ნებართვით, გამბიაში ჯარები შეიყვანა, რათა ზეწოლა მოეხდინათ პრეზიდენტ ჯამეჰზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ გადადგომაზე უარი თქვა და პარლამენტს მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 3 თვით გაახანგრძლივებინა.

 


ადამა ბაროუს საერთშორისო საზოგადოებას კანონიერ პრეზიდენტად აღიარებს მას შემდეგ, რაც მან გასული წლის დეკემბერში მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი