„დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც 2016 წელს მის რუსეთის ელჩთან კონტაქტებს ეხებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კონგრესის „დემოკრატების" ლიდერი ნენსი პელოუსი სათავეში დგას მოწოდებების, რომ ამერიკის მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვოს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სეშენსი „პატიოსანი კაცია" და „დემოკრატების" ზეწოლას კუდიანებზე ნადირობა უწოდა.
ხუთშაბათს, სეშენსმა განაცხადა, რომ იგი არ შეხვედრია „არასოდეს არც ერთ რუსს რაიმე პოლიტიკური კამპანიის განსახილველად".

(ნენსი პელოუსი)
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას სჯერა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. ვაშინგტონმა რუსული ჰაკერული თავდასხმის უკან მდგომი რუსი აგენტების იდენტიფიცირებაც მოახდინა.
შეერთბული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა გასულ თვეს თანამდებობა სწორედ რუსეთთან კონტაქტის გამო დატოვა, ახლა კი დემოკრატები გენერალური პროკურორის ჯეფ სეშენსის გადადგომას ითხოვენ.
The Washington Post-ის ცნობით, სეშენსს და რუსეთის ელჩს კერძო საუბარი ჰქონდათ გასული წლის სექტემბერს სეშენსის ოფისში და უფრო ადრე კი, მას სერგეი კისლიაკთან საუბარი სხვა ელჩებთან შეხვედრაზეც ჰქონდა.
როგორც BBC წერს, სეშენსს გასულ წელს, უცხო ქვეყნის 25-ზე მეტ ელჩთან ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ კისლიაკთან შეხვედრებს მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა იგი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ცნობილი წარმომადგენელი იყო, რაც რუსეთის აშშ-ის ჩარევის ეჭვებს ზრდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.