პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც 6 მუსულმანური სახელმწიფოდან მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლას 90 დღით კრძალავს.
ადრინდელი ბრძანება ერაყსაც მოიცავდა, რომელიც ახლანდელიდან ამოღებულია მას შემდეგ, რაც მის მოქალაქეებზე დამატებითი საკონტროლო დათვალიერების თანხმობა იქნა მიღებული.
BBC-ის ცნობით, დირექტივა, რომელიც ყველა ლტოლვილზე 120-დღიან აკრძალვას მოიცავს, ძალაში 16 მარტს შევა. წინა ბრძანებამ, რომელიც ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა, აეროპორტებში დაბნეულობა და მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეები - ერაყელების გამოკლებით - შეერთებულ შტატებში შეშვებისას კვლავ 90-დღიანი აკრძალვის სუბიექტები იქნებიან. ერაყი, რომელიც 27 იანვარს გამოცემული ბრძანების სიაში იყო, ამჟამინდელი ბრძანებიდან ამოიღეს, რადგან თეთრი სახლის ოფიციოზის განცხადებით, მისმა მთავრობამ ვიზის სკრინინგის და მონაცემთა გაზიარების მეთოდები გააძლიერა.
ახალი დირექტივის თანახმად, იმ ლტოლვილებს, რომელთა აშშ-ში შეშვებაზე სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე თანხმობა აქვს გაცემული, შეეძლებათ შეერთებულ შტატებში შესვლა. ის ასევე ხსნის სამუდამო აკრძალვას ყველა სირიელ ლტოლვილზე.
ახალი ბრძანება უარყოფით გავლენას არ მოახდენს დასახელებული ქვეყნებიდან „მწვანე ბარათების“ მფლობელებზე (შეერთებული შტატების კანონიერ მუდმივ მცხოვრებლებზე).
ახალი ბრძანება, წინასაგან განსხვავებით პრიორიტეტს არ აძლევს რელიგიურ უმცირესობებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.