„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტების განსახორციელებლად თანხების ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზება ხორციელდება, ცენტრალური ხელისუფლება კი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა ორიენტირებული.
„რომ არ გაუქმებულიყო ეს პროგრამა, პირდაპირ გეტყვით, კარგი იქნებოდა“, უთხრა Guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა, რომლის ინფორმაციითაც მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 1 მილიონ 100 000 ლარი შედიოდა, თუმცა, როგორც გამგებელი ამბობს, გრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტების შესრულება, რაც ერთგვარ კომპენსირებას ახდენს და აღნიშნული პროექტები ასევე მოიცავს სოფლებსაც, დანარჩენი სამუშაოები კი, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე დასახლებული პუნქტების საჭიროებების მიხედვით ხორციელდება.
„სოფლის დონეზე შეიძლება არის გარკვეული ტიპის უკმაყოფილება პროგრამის გაუქმების გამო. არ შემოდის კონკრეტულ სოფელში კონკრეტული თანხა, მაგრამ ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც და ცენტრალური ბიუჯეტიდანაც ვღებულობთ თანხებს და შესაბამისად ვხარჯავთ სოფლების ამა თუ იმ პრობლემაზე, ანუ ვახდენთ კომპენსირებას. ზოგ სოფელს 10 პრიორიტეტი ჰქონდა ხოლმე. ვფიქრობ, რომ ჯობია, ათი პატარა რაღაცის გაკეთებას, ერთი დიდი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ისევ ამავე სოფლისთვის“, აცხადებს ედუარდ აღასარიანი, რომლის თქმითაც საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ახალქალაქში ამ ეტაპზე შიდა ქუჩების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად კი დაახლოებით 1 მილიონ 165 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 53% რეგიონული ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსები, ხოლო დანარჩენი 47% კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებია.

ასევე დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 748 400 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
გიორგი სეთურიძის თქმითვე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე არაგვა-კოთელიას საგზაო მონაკვეთზეც ახორციელებს სამუშაოებს. „აღნიშნული გზა წელს დასრულდება აუცილებლად, დაიხარჯება 4 მილიონი ლარი“, განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.