ეკა ბესელია მღებრიშვილის და „ავაკოვის“ სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერს „იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდად“ აღიქვამს
14-08-2017, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, „იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდად“ აღიქვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია.

 

 

„ასეთი შოუს და იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდებით შეიძლება დაკავდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის თემა, რომლის სერიოზული პოლიტიკური განხილვა შეიძლება მოხდეს. მე ამას არანაირ სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ბუნებრივია, მის ავთენტურობაზე არ და ვერც ვისაუბრებ“, განაცხადა ბესელიამ.

 


Страна.ua -ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“, რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა არ უნდათ.

 

 

ალექსეი სტოლიაროვმა, რომელიც ცნობილია, როგორც ლექსუსი, რადიოსადგურ „Говорит Москва“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი