ალექსეი სტოლიაროვმა განაცხადა, რომ მინისტრ მღებრიშვილთან სააკაშვილზე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“
13-08-2017, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალექსეი სტოლიაროვმა, რომელიც ცნობილია, როგორც ლექსუსი, რადიოსადგურ „Говорит Москва“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“.

 


„ეს პირველი ადამიანი არ არის, რომელიც ცდილობს უარყოს ჩვენთან საუბარი. ამგვარ შემთხვევებში, იქნებოდა ეს ერდოღანი თუ NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის ეს ჩანაწერები გადავეცით ექსპერტიზის დამოუკიდებელ სააგენტოებს. ფაქტები ყოველთვის დადასტურდა. მინისტრის პირადი მობილურის ნომერი გაგვაჩნია და თუ აუცილებლობა იქნება, შეგვიძლია წარმოვადგინოთ ის. ვფიქრობ, მისი გარემოცვის ყველა წევრმა ეს ნომერი იცის“, განუცხადა რუსულ რადიოსადგურს პრანკერმა, რომლის თქმითაც მინისტრმა მღებრიშვილმა დაუცველი არხით საუბრისას შინაგანი ინსტრუქციები დაარღვია.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ძალოვან პირს, შიდა ინსტრუქციებით აკრძალული აქვს ასეთი თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ეს რა თქმა უნდა, გარკვეული რეპუტაციული მსხვერპლია. მან ხომ გაგვიმხილა ჩვენ საიდუმლო შეთანხმებები პრემიერსა და პოროშენკოს შორის, რომელიც კერძო საუბრისას განიხილებოდა“.

 


სტოლიაროვის თქმით, მღებრიშვილი საუბრისას „იმყოფებოდა მოდუნებულ მდგომარეობაში. ის იყო ბათუმში, ისვენებდა ბელარუსის და აზერბაიჯანის მინისტრებთან“.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“, რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.

 

 

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ამგვარი საუბრის შესახებ. უწყებაში არასერიოზული უწოდეს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ორ მინისტრს „დაუცველი სატელეფონო ქსელით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები“ განეხილა.

 

კომენტარები: 1
#1   დავით ტიკარაძე
      
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩანაწერი ორიგინალია, მე ის მიკვირს - ეს კაცი რატომაა შს მინისტრი, კაცი, რომელიც საკუთარ პირად შემადგენლობას არ სცემს პატივს და ბალასტს უწოდებს!!!
14 აგვისტო 2017 11:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი