ვლადიმერ პუტინმა ორლოვსკის ოლქის გუბერნატორი ვადიმ პოტომსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი ანდრეი კლიჩკოვი დანიშნა.
კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 45 წლის პოტომსკი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა და პრეზიდენტმა იგი მისი ცენტრალური ფედერალური ოლქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილედ დანიშნა.
უფრო ადრე, პუტინმა სხვა ოლქების ხელმძღვანელი პირები გაათავისუფლა. ოთხშაბათს კი, პრიმორსკის გუბერნატორის გათავისუფლებას მოაწერა ხელი.
სექტემბრის ბოლოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი, სამარის ოლქის გუბერნატორი ნიკოლაი მერკუშკინი და ნიჟეგოროდის ოლქის ხელმძღვანელი ვალერი შანცევი.
პოსტებიდან წავიდნენ ასევე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ვიქტორ ტოლოკონსკი და დაღესტანის ხელმძღვანელი რამაზან აბდულატიპოვი.
პუტინმა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფრაქცია „ედინაია რასიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილიევი დანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.