რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბრისას ამერიკის ხელისუფლების მიუღებელ ქმედებაზე განაცხადა, რაც „მიტაცებული“ დიპლომატიური ობიექტებიდან რუსეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნას უკავშირდება.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ლავროვმა ასევე დაადასტურა მოსკოვის განზრახულობა „უკანონოდ მითვისებული საკუთრების“ სასამართლოს გზით დაბრუნების თაობაზე.
„ამერიკელი ჩინოვნიკების თვითნებობა, რომელიც გრძელდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მიერ უმაღლეს დონეზე გაჟღერებულ დეკლარაციას, ნორმალიზებულ იქნეს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა დაშვებული“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უფრო ადრე უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ამერიკული ხელისუფლების ქმედებას „მტრული“ უწოდა. მოსკოვი მომხდარს აფასებს როგორც „რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოს შებღალვას“, განაცხადა ზახაროვამ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ შეგნებულად ანგრევს ურთიერთობებს რუსეთთან, დაამატა მან.
ზაფხულში, 17 ივლისს კი სერგეი ლავროვმა „დღისით-მზისით ყაჩაღობად“ აღწერა აშშ-ის მიერ რუსეთის ორი დიპლომატიური შენობის კონფისკაცია, პუტინის პრესსპიკერმა, პესკოვმა კი მათი უპირობო დაბრუნება მოითხოვა.
სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს და ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტების დახურვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის კუთვნილი ქონების ხელყოფა და აღნიშნა, რომ მიმართავენ სასამართლოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.