პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელოდება“ დაკითხვას რუსეთის მიერ შეერთებული შტატების არჩევნებში ვითომცდა ჩარევის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
მისი თქმით, მოელის, რომ მას შეკითხვებს იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი მომავალი ორი-სამი კვირის პერიოდში დაუსვამს.
„ძალზე დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო ეს, რაც შეიძლება მალე“, განაცხადა ტრამპმა.
BBC-ის ცნობით, მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, „არ იქნებოდა მოსალოდნელი“, რომ მას მიულერი დაჰკითხავდა.
მან რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ და „ტაკიმასხარაობა“ უწოდა.
ოთხშაბათს, თეთრ სახლში საუბრისას, ტრამპი ამტკიცებდა, რომ იგი „აბსოლუტურად“ მზადაა, ფიცის ქვეშ იქნეს დაკითხული მთავარი გამომძიებლის მიერ.
„არავითარ საიდუმლო შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი, არავითარ ობსტრუქციას არ აქვს ადგილი“, განაცხადა მან.
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა უკვე დაასკვნეს, რომ მოსკოვი ცდილობდა საპრეზიდენტო არჩევნების ტრამპის სასარგებლოდ გადახრას, თუმცა რუსეთი უარყოფს ამას.
პრეზიდენტის ადვოკატები მიულერის გუნდთან ინტერვიუს ფორმის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობენ.
როგორც BBC იუწყება, დაკითხვა შესაძლოა პირისპირ შედგეს, მას წერილობითი ფორმა ჰქონდეს, ანდა ის ორივე ამ ფორმის კომბინაცია იყოს.
რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება მოხდეს ეს, ტრამპმა თქვა: „გუშინ ისინი საუბრობდნენ, რომ დაახლოებით ორიდან სამ კვირამდე პერიოდში მოხდებოდა“.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მიულერი სამართლიანი იქნება, პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ ამას გავიგებთ... ვფიქრობ, რომ კი“.
ტრამპმა რეპორტიორებს ასევე უთხრა, რომ მისი ყოფილი მეტოქე ჰილარი კლინტონი არ იყო მზად ფიცის ქვეშ გაეცა პასუხები FBI-ის გამოძიებისთვის, რომელიც მის მიერ პირადი ელექტრონული წერილების გამოყენებას ეხებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.