დიმიტრი გვრიტიშვილი - არასამთავრობოები სასამართლოს წარმომადგენლებს, ხშირად ცილს სწამებენ
09-07-2018, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხმაურიან კვლევაზე იმსჯელეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ამ კველევას არ ენდობა, რადაგან მისი თქმით, არა ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, გაუვრცელებიათ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია. გვრიტიშვილი ასევე ამბობს, რომ თუ ის ადამიანები, რომლებიც კვლევაში ანანონიმურად მონაწილეობენ, ფლობენ დადასტურებულ და ფაქტებით გაჯერებულ ინფორმაციას, მათ უნდა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

 


„გამოთქმულია საკმაოდ მძიმე ბრალდებები, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. იქ საუბარია ფულის აღებაზე გარკვეული პირების მიერ. თუ ვინმე ამ რამდენიმე ადამიანისგან მართლაც ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას ამგვარი ფაქტების შესახებ, ისინი უნდა შემოიფარგლონ არა მხოლოდ ოლღა შერმადინისთვის მიცემული ინტერვიუებით, არამედ მათ ჩვენება უნდა მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს, მე ისიც კი არ ვიცი, არსებობენ თუ არა ეს ადამიანები. არაერთ სიტუაციაში ყოფილა ისე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ხშირად გაუვრცელებიათ ცილისწამება, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია“, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული რისკები და კლანური მმართველობა გასულ კვირას ამხილა.

 


უკვე ცნობილია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები ამ დასკვნას არ ენდობიან და მას მოსამართლეების მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ. რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ისინი საგამოძიებო ორგანოებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და გაატარონ მნიშვნელოვანი ცვილილებები სასამართლო სისტემაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი