იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გამართული, მოდერნიზებული და ევროპული სასამართლო ჩამოაყალიბოს, თუ მათ არ სურთ ისევ პოსტსაბჭოთა მესამე მსოფლიოს დონის სასამართლოს შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში.
„პარლამენტმა, რომელსაც „გამჭირვალობა“ მოუწოდებს და ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ უნდა მიიღოს უფრო მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოები და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გამართული, მოდერნიზებული და ევროპული სასამართლო ჩამოაყალიბოს, თუ უნდა პოსტსაბჭოთა მესამე მსოფლიოს დონის სასამართლო, სადაც ბატონობს პირადი კავშირები, პირადი გავლენები და აღებ-მიცემობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩვენმა პოლიტიკურმა მმართველმა გუნდმა“, აღნიშნა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.